საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს, მათგან ერთ-ერთი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეა“.
გადაცემა 29 დეკემბრის შემდეგ ეთერში აღარ გავა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი გამოეხმაურა:
„დათო გორგილაძე შესანიშნავ გადაცემას აკეთებდა და ზუსტად ვიცი, კიდევ უკეთესს გააკეთებს ნებისმიერ პლატფორმაზე.
ძალიან დიდი დანაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის.. ყველა მთავრობა ერთი და იგივე გზას დაადგა, არაფრის დიდებით არ დათმოს გავლენა საზოგადოებრივზე.
სამწუხარო ისაა, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა პარლამენტში მსხდომებმა საკუთარი ხელფასის მომატებას ერთხმად მისცეს ხმა.
მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ საზოგადოებრივზე, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება და მთელი გულით განვიცდი“, - წერს ნინო ზაუტაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: