თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს, ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქტივობა განხორციელდება.
მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც პატარებისთვის განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მათ შორის:
თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“;
მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა.
პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა ყველა მშობელს მოუწოდა, ბავშვები სადღესასწაულო-გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანოს.
მისივე თქმით, ღონისძიება - 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე დაიწყება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„77 წლის გავხდი, ისიც იტალიაში, კვარას ჯადოსნური ნომრით“ - ბადრი ვადაჭკორია იუბილარია