Digest Logo

🎥 „ბებიაჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველა ჩემს მიერ შესრულებული სიმღერა, სწორედ მას ეძღვნებოდა“ - ლიზა ჩიჩუა პროექტ „მიმღერეზე“ 

1750881747
ლიზა ჩიჩუა

„მიმღერე“ არის პროექტი, რომელიც მთელს საქართველოს აერთიანებს ყოველ სამშაბათს - გადაცემაში „პრაიმ შოუ“ კი სწორედ „მიმღერეს“ მონაწილეები იმყოფებოდნენ სტუმრად.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ოჯახი, ლიზა ჩიჩუა და ექიმი ქეთი ასათიანის დუეტია.

როგორც ისინი ამბობენ, მათთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. 

„ლიზამ სიმღერა დაიწყო ბავშვობის ასაკიდან, ფაქტობრივად ოჯახში ყველა მოყვარულის დონეზე მღეროდა ყოველთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ მან სხვა პროფესია აირჩია სიმღერა ყოველთვის მასთან ერთად იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხარობდა როცა მღეროდა. მაგრამ დაძლია ეს ყველაფერი და ახლა ერთად ვმღერით პროექტში“, - ამბობს ქეთი ასათიანი. 

„ამ პროექტში, რომ მიმეღო მონაწილეობაა ბებიის დიდი ფაქტორი იყო, იგი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველა ჩემს მიერ შესრულებული სიმღერა სწორედ მას ეძღვნებოდა. 

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, ამ პროექტში მონაწილეობა. მიხარია, თუ მაყურებლის მოწონება დავიმსახურეთ“, - ამბობს ლიზა ჩიჩუა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ირაკლი როგორი ამაყია მეუღლით“ - ლიზა ჩიჩუას და ქეთი ასათიანის ბრწყინვალედ შესრულებული „იაგუნდი“

⭕„ჩემი უამრავი პრობლემისა, მე ვცდილობ ადამიანებს ეს არ დავანახვო, მაგრამ კი არ ვთამაშობ, ან კი არ გატყუებ, რომ კარგად ვარ, უბრალოდ ამ ყველაფრის მიღმა, მაქვს ისეთი რამ, რომელიც მუდამ მაბედნიერებს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„ადამიანი ან მიყვარს, ან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი, როცა მიყვარს, მისი ძალიან ერთგული ვარ... თუ რამე მოხდა და ურთიერთობა გაწყდა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი“ - ნიკოლოზ ხაჩიძე