Digest Logo

ბებიამ არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ კაცს - რა მოხდა მარნეულში

1790582843
არასრულწლოვნის გათხოვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სიახლეები ურთიერთობებში, ფინანსური შესაძლებლობები და კარიერული ცვლილებები - როგორი იქნება 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა - „გილოცავთ, ღმერთი გფარავდეთ ორივეს“

🎥 „თქვენი დროა, იზიდავთ ხალხს, იღბალი მაღალია“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

✕