Digest Logo

🎥 „ბედნიერი ვარ მთაში დედასთან, მამასთან და ჩემ მეგობარ ცხოველებთან ერთად“ - გაიცანით პატარა გოგო გუდამაყრიდან

1751955086
ელენე ბექაურის

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა გუდამაყრელი 8 წლის ელენე ბექაურის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. 

პატარა გოგონას, მეგობარი კვიცი ჰყავს, რომელსაც ლუნა დაარქვა.

იგი გუდამაყარში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს.

„კვიცს ლუნა დავარქვი, მომეწონა ეს სახელი უხდება. ხშირად ვატარებთ ერთად დროს მე და ლუნა და ერთად ბევრ რამეს ვაკეთებთ. 

გუდამაყარი ლამაზია, აქ ბევრი ცხოველი არის, ძალიან მიყვარს ცხოველები. პატარა როცა ვიყავი კურდღლები მყავდა, სულ ვაძინებდი და მაგათთან ერთად ვიზრდებოდი.

ყველაზე მეტად მიყვარს ცხენები. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ის დღე, როდესაც პირველად მამასთან ერთად შევჯექი ცხენზე. 

მთაში ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, აქ ყოველდღე შეიძლება ახალი რაღაც გაიგო, ნახო და შეისწავლო. მეც ბედნიერი ვარ მთაში დედასთან, მამასთან და ჩემ მეგობარ ცხოველებთან ერთად“, - ამბობს ელენე ბექაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი გულახდილობა და ნდობა ადამიანების მიმართ“ - 8 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ალექსანდრა პაიჭაძე თეთრ მოკლე კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით