Digest Logo

🎥 გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს

1672937044
ლიზა ქისტაური

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ის, სავარაუდოდ, მისმა შეყვარებულმა მოკლა.

როგორც ირკვევა, 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.

ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის  ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

„საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

🎥 „ავღანელი თუ იქნება შენი ქმარი, სხვა ვინ“ - ცნობილია ლიზა ქისტაურის სავარაუდო შეყვარებულის ვინაობა, რომელმაც ის მოკლა

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ავღანელი თუ იქნება შენი ქმარი, სხვა ვინ“ - ცნობილია ლიზა ქისტაურის სავარაუდო შეყვარებულის ვინაობა, რომელმაც ის მოკლა

🔵„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ეკიპაჟს, წარმოუდგენლად დაგვეხმარნენ...“ - რას წერს სასწრაფოს ექიმი

🔵24 წლის ასაკში ბერად აღკვეცილი და გვარის ისტორია - ილია ღუდუშაური-შიოლაშვილის გზა პატრიარქობამდე