Digest Logo

ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში მეორე ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში - რამაზ ზოიძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

1776715986
რამაზ ზოიძე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს, ვახტანგ ლოლუას (55 კგ) შემდეგ ფინალში რამაზ ზოიძეც (77 კგ) გავიდა – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ფრიტჩს 8:0 სძლია.