Digest Logo

ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

1776689385
| ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი – ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ლოლუამ მეოთხედფინალში ბულგარელი გრიგოროვი 9:0 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად სომეხ მანველ ხაჩატრიანს დაუპირისპირდება. ზოიძემ კი სერბ ილიჩს 5:2 სძლია და ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ფრიჩს შეხვდება.

ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 21 აპრილს გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კაცმა არ იცის, ვინ გამოიგონა“ - აძლიერებს თუ არა თაფლიანი წყალი იმუნიტეტს? მაია ბუწაშვილი გავრცელებულ სამედიცინო მითზე

⭕„ვინ იცის რა ცუდად იყო და როგორ უჭირდა, ალბათ ესმოდა კიდეც, გარეთ როგორ ლანძღავდნენ ექიმს და მასთან არ შეუშვეს“ - მაკა რაზმაძე

⭕„ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი“ - სამი პროდუქტი სახის კანის მოვლისთვის, რომელსაც ლელა წურწუმია იყენებს

წყარო: 1tv.ge