Digest Logo

ბერი ნიკოლოზი თბილისში, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს

1776947153
ბერი ნიკოლოზი

თბილისი, 23 აპრილი - დღეს, დედაქალაქში ბერი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ნარიმან მაქარაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ის საბურთალოზე, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამგლოვიარო პროცესიასა და დაკრძალვის ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო. ბერის გარემოცვა და მრევლი მასთან გამოსამშვიდობებლად დილიდანვე შეიკრიბა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მდუმარე ბერი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 19 აპრილს იპოვეს. ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო თავისი ასკეტური ცხოვრების წესითა და მრავალწლიანი მდუმარებით, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რას ნიშნავს „ნასესხები“ - დადგა თუ არა ნამდვილი გაზაფხული?

📸„დადუმებამდე სასწაულ ფორმაში ხარ“ - 62 წლის ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕„როცა ყოველ დღე ფეისბუქზე ამტკიცებ, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ, დიდია ალბათობა, რომ არ ხარ“ - ლევან შელეგიას რჩევები