Digest Logo

ბერლინის „ჰერტა“ თუ „კონიასპორი“ - გიორგი წიტაიშვილის ახალი კლუბი ჯერ უცნობია

1720691462
გიორგი წიტაიშვილი

„გიორგი წიტაიშვილი, შესაძლოა, ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ მისით თურქული კლუბიც დაინტერესდა“, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ფლანგის მოთამაშემ გასული სეზონი ბათუმის „დინამოში გაატარა“, სადაც 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატამდე კი გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და კიევის „დინამოს“ დაუბრუნდა.

იყო ინფორმაცია, რომ ქართველი მოთამაშის შემდეგი კლუბი ჟიტომირის „პოლესიე“ იქნებოდა, რაც წიტაიშვილმა კატეგორიულად უარყო: „ეს სიმართლეს არ შეესაბამება, „პოლესიეში“ გადასვლას არც ვაპირებდი“.

სად გააგრძელებ კარიერას, ამის შესახებ წიტაიშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა არის ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორიც“ დაინტერესდა.

გიორგის კიევის „დინამოს“ აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბერლინის „ჰერტამ“, რომელსაც 23 წლის ქართველი გარემარბის მომავალს უკავშირებენ, გასულ სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ გიორგი გველესიანს და მის მეუღლეს უმასპინძლა - რა კადრებს აქვეყნებს ნონა გაფრინდაშვილი

⭕ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი კვარიათში ისვენებენ

⭕ ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდის პროგნოზი

წყარო: 1tv.ge