
მომღერალი ბექა ჩხაიძე გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც ის სასწაული გაიხსენა, რაც მას და მის მეგობრებს ათონის მთაზე გადახდათ.
„ათონის მთაზე რომ ჩავედით, მოვილოცეთ მონასტრები და როცა ერთ-ერთ მონასტერში მივედით, არავინ დაგვხვდა. უცებ კელიიდან გამოდის მოხუცი ბერი, გვეძახის ბერძნულად, შეგვიყვანა, მოგვალოცა, ვიგალობეთ და ნაკურთხი ზეთები გვაჩუქა.
რომ წამოვედით, იმხელა შთაბეჭდილება დაგვიტოვა ამ ბერმა, ვთქვით, შემდეგ ჩასვლაზე მამა სოტირისთვის წაგვეღო ქართული საჩუქარი.
შემდეგ ჩასვლაზე ბიჭები ჩავიდნენ, საჩუქარი წაიღეს და მე ვერ წავედი. მივიდნენ მონასტერში გამოვიდა ბერი ახალგაზრდა, მიესალმნენ ბიჭები და უთხრეს, წინა ჩამოსვლაზე აქ მამა სოტირი დაგვხვდაო და საჩუქარი გვინდა გადავცეთო.
ამ ბერმა უთხრა 30 წელია აქ მარტო მე ვარო, ეს გასაღებიც მარტო მე მაქვსო და რანაირად დაგხვდათ აქ ვინმეო“, - ამბობს ბექა ჩხაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: