Digest Logo

🎥 „ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი ხათუნას სამსახიობო კარიერის... ეს არ არის სიმართლე" - რას ჰყვება ხათუნა კოტრიკაძის მეუღლე დავით გოგია

1789459276
დავით გოგია

2024 წლის 15 თებერვალს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი არის არის ცნობილი, რადგან იგი დაოჯახების შემდეგ ეკრანებიდან გაქრა.

„იუთუბის“ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“ სტუმრად მისი მეუღლე, ვეტერანი ფეხბურთელი დავით გოგია იმყოფებოდა, სადაც მეუღლეზე და მისი ეკრანებიდან გაქრობის მიზეზებზე ისაუბრა:

„მხიარული რომანი”, „მოიტაცეს თამარ ქალი”, „მეთექვსმეტე გაზაფხული”, სატელევიზიო ფილმი - ეს არის ხათუნას მიერ შესრულებული როლები. ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა...

საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. „მხიარული რომანი“ რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში.

ვერ ინატრებს ადამიანი, იმდენი დადებითი თვისებები ჰქონდა ხათუნას, ვერ ჩამოთვლი. თვითონ სულ იძახდა, ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო. ის დაბადებული იყო ოჯახისთვის, იმისთვის, რომ შვილს, შვილიშვილებს მოფერებოდა, მოევლო, ყველას ყველაფერს გაუკეთებდა. სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი იყო. სერგო, ალიოშა (ალიოშა კოტრიკაძე - ხათუნა კოტრიკაძის მამა - ავტ.) და ხათუნა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს“, -  აღნიშნა დავით გოგიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ სულ გასცემ და არაფერს იტოვებ საკუთარი თავისთვის, დაცარიელდები...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ...“ - 15 სექტემბრის ენერგიები

⭕ „სიცივე პირდაპირ არასდროს არ იწვევს გაციებას...“ - ლევან შელეგია ვირუსების შესახებ