Digest Logo

„საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ...“ - 15 სექტემბრის ენერგიები

1789453197
დღის ენერგიები

15 სექტემბერი ჩემო ძვირფასებო, დღეს სილამაზის, განწყობისა და დიდი ჯეკპოტის დღეა!

დღის ენერგიები: 6 • 7 • 4. უკვე კარგად გვახსოვს, რომ ექვსიანის ენერგიის დღეებში გარეგნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დღეს სამსახურში ცოტათი დაგვიანება სჯობს, ვიდრე სახლიდან მოუწესრიგებლად გახვიდეთ. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „მე საუკეთესო ვარ! ჩემი არსებობით სამყაროს ვალამაზებ!“

👗 დილით საკუთარ თავს მინიმუმ ნახევარი საათი დაუთმეთ. ლამაზად ჩაიცვით, მოიწესრიგეთ თმა, გაიკეთეთ მაკიაჟი, ჩართეთ საყვარელი მუსიკა და თქვენი საუკეთესო ვერსია შექმენით. დღეს ძალიან ბევრი რამ თქვენს გარეგნობასა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული.

⚠️ თუ დღეს ცუდი განწყობით დაიწყებთ, შესაძლოა დღე არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც გაუფუჭოთ. სახლიდან ნაჩქარევად, უკმაყოფილო სახითა და ფიქრით ყველაფერი ცუდადაა, ვერაფერს ვასწრებ“ — ნუ გახვალთ.

🎶 დღეს საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ. ხშირად გაიმეორეთ: „მე წარმატებული ვარ. მე რეალიზებული ვარ. მე სიუხვეში ვცხოვრობ. მე ჩემს ადგილას ვარ. მე ვიზიდავ ბედნიერებას, სიმდიდრესა და ორმხრივ სიყვარულს.“ ოთხიანის მისიაში განზრახვასა და თვითპროგრამირებას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც გსურთ იყოთ და თამამად განაწყვეთ ეს დღე სურვილების ასასრულებლად.

🛍️ აუცილებლად გაახარეთ საკუთარი თავი. იყიდეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ან ეწვიეთ ახალ და ლამაზ ადგილს. გააკეთეთ რაღაც ისეთი, რის შემდეგაც იტყვით: „ღმერთო, როგორი ბედნიერი ვარ! ამაზე დიდი ხანია ვოცნებობდი და ახლა უკვე მაქვს!“.

🌸 დღეს მნიშვნელოვანია, რომ სამყაროს თავი დაანახოთ. გადით სახლიდან, გაისეირნეთ, შეხვდით ადამიანებს, დატკბით საკუთარი თავით და სხვებსაც მიეცით საშუალება დაინახონ, როგორი ლამაზი და გაბრწყინებული ხართ. ნუ ჩაგეძინებათ, ნუ იზარმაცებთ და ნუ მისცემთ ცუდ განწყობას ამ დღის გაფუჭების უფლებას. დღეს თქვენს სილამაზეს, ენერგიასა და საკუთარი თავისგან მიღებულ სიამოვნებას წარმატებისა და სურვილების ასრულებისკენ გზის გახსნა შეუძლია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სიცივე პირდაპირ არასდროს არ იწვევს გაციებას...“ - ლევან შელეგია ვირუსების შესახებ

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ფეიქრების ქუჩაზე, „ნოვას“ საწარმოში CO-ს რეზერვუარი აფეთქდა - დეტალები