მომღერალი ეკა კვალიაშვილი 61 წლის გახდა. მას დაბადების დღე პირველმა მისმა პატარა შვილიშვილმა მიულოცა და როგორც თავად აღნიშნავს, ბედნიერი განწყობით გაღვიძებულს უამრავი სიყვარული და სურვილები დახვდა სოციალურ ქსელში.
ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას მილოცვებისთვის მადლობას უხდის:
„დილით, ჩემმა შვილიშვილმა, ლუკამ გამაღვიძა, მომილოცა და უკვე ბედნიერი განწყობით გაღვიძებულს, იმდენი საუკეთესო სურვილები და სიყვარული დამხვდა...
არ ჩერდება, ამ წამსაც მოდის და მოდის... უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო, გამახარეთ, გაიხარეთ“, - წერს ეკა კვალიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ უნდა ვიყოთ არა რელიგიურები, არამედ ქრისტიანები“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება