Digest Logo

ბევრი უარის შემდეგ, პსჟ-ს კვარაცხელია აღარ უნდა და ახალ ფეხბურთელს ყიდულობს

1721826029
ხვიჩ კვარაცხელია

რამდენიმე თვეა აქტიურად იწერება, რომ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით პსჟ ინტერესდება. ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო.

პსჟ-მ „ნაპოლის“ კვარას თაობაზე რამდენიმე სარფიანი შეთავაზება გაუკეთა. სატრანსფერო თანხა 100 მილიოზე მეტი იყო, ანაზღაურება კი დაახლოებით 10 მილიონი. პარიზელები მას მბაპეს მთავარ შემცვლელად მოიაზრებდნენ.

მიუხედავად პსჟ-ს ბევრი მცდელობისა და იმის მიუხედავადაც, რომ კვარაცხელიას მხარე მზად იყო პსჟ-ში გადასასვლელად, „ნაპოლის“ თავისი პოზიცია და გეგმები აქვს.

კლუბის ხელმძღვანელობამ და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „პსჟ“ უარით გაისტუმრა და კვარაცხელია დაიტოვა. ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. შესაბამისად, პსჟ-მ სხვა ფეხბურთელის ძიება დაიწყო. კლუბის პრეზიდენტი ალ-ხელაიფი მომდევნო კვირაში რენის 19 წლის შემტევის, დეზირე დუეს ოჯახს ხვდება.

როგორც ცნობილია, დუეს სანაცვლოდ „პსჟ“ 60 მილიონის გადახდას აპირებს და პარიზელთა სამომავლო პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. გასულ სეზონში დეზირე დუემ 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ის უკვე „ნეაპოლშია“, გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ დაიწყებს და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მექნება ახალი იმიჯი, სხვა სტილის ჩაცმულობა... შვიდი წელია მინდოდა გამეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია“ - ნუცა ბუზალაძე

⭕„განა ესენი არ არიან ვაჟკაცები... მთის კაცს რომ უერთგულა გადაწყვეტილებაში და გამოჰყვა ზღაპარს“ - რას წერს ბლოგერი ხატია ლიქოკელი?

🎥 „ვაიმე არავინ უახლოვდება, რომ ჩაერიოს“ - ქალზე ძალადობა ქუჩაში - ექსპერიმენტი

წყარო: lagazzetta.ge