Digest Logo

„ამ უდაბნოს ბოლოს უკვე ბრწყინავს სააღდგომო ნათელი, ქრისტეს სასუფევლის ელვარება!...“ - რა უნდა ვიცოდეთ მარხვის წინა მოსამზადებელ პერიოდზე

1769432619
დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი

წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მარხვის წინ მოსამზადებელ პერიოდზე წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდიც მოგვიახლოვდა, მარხვის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გვაუწყებს ეკლესია მის მოახლოებას და მოგვიწოდებს, რათა შევაბიჯოთ მოსამზადებელ პერიოდში.

დღეს უკვე გახლავთ ზაქეს კვირა, ზაქეს სახით ჩვენ მონანიების პირველ სიმბოლოს ვხედავთ; წყურვილი, სურვილი ღვთისა.

შემდეგი კვირა, მეზვერისა და ფარისევლის კვირა.(შეგახსენებთ, რომ ის კვირა ხსნილია ყოვლითურთ). წინა საღამოს, შაბათს მწუხრის ლოცვაზე პირველად გადაიშლება დიდი მარხვის საღვთისმსახურო წიგნი - მარხვანი.

მესამე კვირას, რომელიც დიდი მარხვისთვის გვამზადებს, ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავის საკითხავს.ანუ გახლავთ უძღები შვილის კვირა.

მომდევნო კი არის, ხორციელის კვირიაკე (საშინელი სამსჯავრო). წინა დღეს, ხორციელის შაბათს, ეკლესია აღასრულებს მიცვალებულთა საყოველთაო მოხსენიებას.

ბოლოს კი მიტევება (ყველიერის კვირიაკე). მისი ლიტურგიკული სახელწოდებაა „ადამის ექსორობაი” (სამოთხიდან განდევნა ადამისა).

ეს სახელწოდება მართლაც, რომ მარხვისათვის მზადების შეჯამებაა.

ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს ვიწყებთ, წმ. ეფრემ ასურის ლოცვას.

წინ გვიდევს ორმოცდღიანი (ვნების კვირა ცალკეა) გზა მარხვის უდაბნოში, მაგრამ ამ უდაბნოს ბოლოს უკვე ბრწყინავს სააღდგომო ნათელი, ქრისტეს სასუფევლის ელვარება!“, - წერს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„როდესაც ცხოვრება მოგთხოვს ძნელად გადასატან სირთულეს გაუმკლავდე, გაიხსენე ღვთის გლახა...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?

⭕„გადარჩება ის, ვისაც შემოსავლის რამდენიმე წყარო ექნება“: ცეცხლი ცეცხლში, 3 თებერვალს 2026 წელი იწყება!