თენგიზ აბულაძის გენიალურ ფილმში „ნატვრის ხე“ (1976 წელი), ცნობილი ქართველი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი შეთეს როლს ასრულებს.
ეს როლი მსახიობისთვის სადებიუტო და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ (1977 წლის სექტემბერი), მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
როგორ მიდიოდა ფილმის გადაღება და როგორ შეირჩა მსახიობები - აღნიშნულ თემაზე პოდკასტში „შანტრაპა“ ზაზა კოლელიშვილმა ისაუბრა:
„აი, რა ბედი გაქვსო მე მეუბნება ბიძაჩემი, თუკი რამე კარგია ჩემში არის ამ კაცის შრომა და გაზრდაა, როგორც მამა, დედის ძმა იყო (გია მატარაძე, რეჟისორი). არიოლი და რეშკა ავაგდეო, თუ არიოლია ზაზას დაამტკიცებენო. მივედიო თენგიზთანო და დამტკიცებულიაო როლზეო და წამოვედიო პირდაპირ გაგრაში მივდივარო და მე ვთქვიო რომ გადავუხვეო ბარემო და საჩუქრად წამიყვანა გაგრაში, რომ მერე ჩამოვსულიყავი და გადაღება იყო.
ჩვენ ხომ გამოცდილება არ გვქონდა, ემოცია ცოტა, ჩვენთან ეძახდნენ ნაიგრიშს, ცოტა მეტი მოდიოდა, ხელოვნური იყო. ნაღდი უნდა ყოფილიყო და აი, როდესაც იქ გამიჭირდა, ბატონმა თენგიზმა თქვა, ეს დუბლი თუ არ გამოვა, მე ამ სცენას ვიღებ კინოდან. გარეთ გამოვედი, ჩამომტირის ცხვირ-პირი და ბიძაჩემი მოდის და რას შვებიო? კაცი არ ხარო? შენი იმედი მაქვსო, რამე რომ იყოს მხარს მხარზე მომადებო, როგორო, საყვარელი ქალი გღალატობსო და ეჭვი გაქვსო და აბა, მიდი ერთი კაცურადო. მეტი არაფერი უთქვამს.
ჩიტი შემოფრინდა ნაღდად და ჩიტიც მოვკალი. ლიკა ცახცახებდა რომ აიღო ხელში ეს ჩიტი. ჰოდა თავი ჰქონდა წაწყვეტილი. კვეხნით კი არ ვამბობ იმდენად რაღაცა გაჩნდა და დაიბადა, რომ მივხვდი, ის იყო ჩემთვის გაკვეთილი, როგორ უნდა მობილიზება გავუკეთო იმას, რასაც მსახიობობა ჰქვია. ძალიან არ მიყვარს სიტყვა არტისტი. არტისტი მსახიობს არ შეეფერება, მსახიობი მსახიობია, არტისტი უფრო ხელოვანია“, - ამბობს ზაზა კოლელიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინ არისო დიდი ბაბუო?“ - თამუნა ამონაშვილის ოჯახი კახიანების ოჯახს ესტუმრა