Digest Logo

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად სოსო ჯაჭვლიანის სამძიმარზე იმყოფებოდა

1707815454
ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად სოსო ჯაჭვლიანის სამძიმარზე იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა გარდაცვლილი მსახიობის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა.

მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვა.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.

სოსო ჯაჭვლიანს დღეს, 13 თებერვალს დაკრძალავენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „დედის გული ძალიან ჩვილია... გიყვარდეს მაშინ, როცა გვერდით გყავს“ - 92 წლის პედაგოგის ემოციური ინტერვიუ დედაზე

⭕ ლაშა ტალახაძეს ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა

⭕„გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი...“ - რას წერს ეკო ფანგანი?