Digest Logo

„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება“ - პაატა იმნაძე

1736358344
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს. 

ამასთან, იმნაძე დასძენს, რომ ქვეყანაში საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება.

„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები. საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგი დაცვა, რა თქმა უნდა, არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჩინეთში იმაზე ნაკლებია შემთხვევები,  რაც შარშან ამ პერიოდში იყო. ჩინეთშიც, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში A ტიპის ვირუსია წამყვანი და ამან გამოიწვია ზოგიერთ რეგიონში ეპიდემიური მატება“, - აღნიშნავს იმნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გადამდებია თუ სასიკვდილო HMPV ვირუსი? - ყველაფერი რაც ახალი ვირუსის შესახებ უნდა იცოდეთ, გიორგი ფხაკაძის განმარტება

⭕„ეს ტრანზიტი შურიანობას, სიძუნწეს და სიხარბეს იწვევს“ - მერკური 20 დღით თხის რქის ზოდიაქოს სტუმარი გახდა, ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ!

⭕„დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ“ - პროკურატურამ სვანეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა