Digest Logo

🎥 „ბომბი დავამაგრე მანქანაზე...“ - გაიცანით, ერთადერთი სასწრაფოს მძღოლი ქალი, რომელიც ასევე ბაიკერია

1741700644
ნანა მამუკაშვილი

ერთადერთი სასწრაფოს მძღოლი ქალი ამიერკავკასიაში, ნანა მამუკაშვილი, რომელიც ასევე ბაიკერია, სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიასა და ჰობიზე ისაუბრა:

„მე მინდოდა დამეწყო მუშაობა იქ, სადაც გავეცნობოდი საზოგადოებას. ამიტომ გადავწყვიტე სასწრაფოს მძღოლობა. ასევე მინდოდა მეთქვა ერთი ადამიანისთვის, რომ მას შეეშალა ჩემთან და მე ვიმსახურებ პატივისცემას. მე ეს კარგად გამომივიდა. ბევრი ქალისთვის ამ საკითხში ინსპირაცია ვიყავი. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ უფრო დიდი ხანია, რაც სასწრაფოზე ვმუშაობ. ბევრმა ქალმა დაიწყო მუშაობა ავტობუსის მძღოლად და რამდენიმემ დამირეკა და მითხრა, რომ მათი ინსპირაცია ვიყავი. 

ქალებს ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. არ არსებობს ქალის და კაცის პროფესია. ხშირად როცა სამსახურში მივდივარ, მგონია რომ ის დღე სახლში მომყვება და პაციენტის პრობლემები თან გვდევს. გაოცებული ვარ ექიმები იმდენს აკეთებენ, ოჯახის წევრებიც კი არ გცემენ ასეთ პატივს.

ბევრ კასკადიორულ ფილმებში ვარ გადაღებული. „ფორსაჟშიც“ ვიყავი. იყო ერთი არაბული ფილმიც, რომლის სახელი ჯერ არ გვითხრეს, რადგან გამოსული არ არის. ეს უფრო რთული იყო ვიდრე „ფორსაჟში“. სასწაული სცენაა იანვარში გადაღება. როდესაც ცივ ბეტონზე გიწევს გადაღება, რომელსაც მოჭიდება არ აქვს და შენ ბომბი უნდა დაამაგრო მანქანაზე, რომელიც უნდა ააფეთქო, გიწევს მანევრირება და ხელის გაშვება ბაიკზე. ეს ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული“, - ჰყვება ნანა მამუკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვულგარული ქალები არ მომწონს ზედმეტად რომ ცდილობს წარმოჩენას…“ - როგორი ქალები მოსწონს ბორის ბედია

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - შორენა ბეგაშვილი რჩეულთან ერთად გამოჩნდა

„არ გამოადგება კოლეგებთან ახლობლური ურთიერთობის ნაჩქარევი დამყარება, სამსახურის შეცვლა ხელფასის გაზრდის გარეშე“ - 12 მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან