Digest Logo

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

1758029412
ბუდუ ზივზივაძე

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ბუდუ ზივზივაძე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩის დროს „ჰაიდენჰაიმსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ქართველი თავდამსხმელი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. მისმა გუნდმა მატჩი 0:3 დათმო.

ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ ვერ დაეხმარება 20 სექტემბერს „ჰამბურგთან“, 27 სექტემბერს „აუგსბურგთან“ და 5 ოქტომბერს „შტუტგარტთან“ მატჩების დროს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე შეხვდება – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრებიან, ხოლო 14-ში – თურქეთს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 4 პროდუქტი, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს! - რას გვირჩევს კვების სპეციალისტი

⭕„3-დღიანი უამინდობა გველოდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

🎥 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა, იდეალური ბალანსი ოჯახსა და პროფესიას შორის - მარიამ გაბედავას ოჯახური თავგადასავალი

წყარო: 1tv.ge