Digest Logo

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

1736661791
ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძემ ახალი გუნდის, „ჰაინდეჰაიმის“ რიგებში გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „უნიონ ბერლინი“ 2:0 დაამარცხა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი „ჰაიიდენჰაიმმა“ აქტიურად დაიწყო და მე-17 წუთზე კრაციგმა თავისი გუნდი დააწინაურა. 37-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა უხეში თამაშისთვის როტე გააძევა, ტაიმის მიწურულს კი თავის გამოჩენის შანსი ზივზივაძესაც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი „უნიონ ბერლინის“ მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „ჰაიდენჰაიმი“ კვლავ აქტიური იყო. 83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, ბურთი სტუმართა მეკარეს, შვოლოვს ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი გოლი ბეკმა გაიტანა. საბოლოოდ, ზივზივაძემ საშუალოზე მაღალი შეფასება, 7.3 ქულა დაიმსახურა.

ეს გამარჯვება „ჰაიდენჰაიმისთვის“ სექტემბრის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი იყო, გუნდს 13 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი?

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული კვება ახალი წლის დღეებში - ენდოკრინოლოგის განმარტება

🎥 „2თვე-ნახევარში მქონდა 17 კილო კლება, საბოლოო შედეგია 21 კილო“ - როგორ დაიკლო მაკა რაზმაძემ წონაში