ზოგისთვის ეს დღესასწაული საერთოდ არ არსებობს, ზოგისთვის ის მხიარული წვეულების მშვენიერი მიზეზია, ზოგი კი უბრალოდ, წინაპრებისგან დატოვებულ ტრადიციებს პატივს სცემს.
დიახ, საქართველოში ახალი წელი ორჯერ – ოფიციალურად 1-ელ იანვარს და არაოფიციალურად, 14 იანვარს აღინიშნება. ძველით ახალ წელს ქართველების „მეკვლედ“ წმინდა ბასილი დიდი ითვლებოდა, რადგან 14 იანვარს მისი ხსენების დღეა. ამავდროულად, სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა - ანუ 14 იანვარს და ეს დღე უფლის წინადაცვეთის დღესასწულიცაა.
როგორც ცნობილია, ახალი წლის ორჯერ აღნიშვნას ორი კალენდარული სისტემა იწვევს – იულიუსის „ძველი სტილის“ კალენდარი და გრიგორიანული „ახალი სტილის”, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში IX-X საუკუნეებიდან დამკვიდრდა.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ახალმა წელმა საბჭოთა კავშირის დროს გადაფარა შობის დღესასწაული, კომუნისტებმა იულიუსის კალენდრის გრიგორიანული კალენდრით შეცვლის პარალელურად დაიწყეს ეკლესიის დევნაც და საეკლესიო დღესასწაულების გაფერმკრთალებაც.
თუმცა საქართველოში ძველით ახალ წელს დღესაც დიდი მხიარულებით ხვდებიან. ჩვენ გიამბობთ, როგორ აღნიშნავდნენ ჩვენი წინაპრები ძველით ახალ წელს და რა უნდა გავაკეთოთ ამ დღისთვის:
ხალხური რიტუალები და წარმოდგენები
ტრადიციულად, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად ღორის ხორცის კერძებს, ბასილას პურებს, ქადა–ხაჭაპურებს, გოზინაყს ამზადებენ. მთავარია, კერძები კეთილი გულით და უხვად იყოს მომზადებული, რათა ოჯახში კეთილდღეობის ენერგია მიიზიდოთ.
საყვარელ ადამიანებს პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრები მიართვით, რათა გულუხვობისა და სტუმართმოყვარეობისთვის მომავალ წელს უხვად დაჯილდოვდეთ.
ამ დღეს ფულის ვალად აღებას ან მიცემას უნდა მოერიდოთ. მიიჩნევა, რომ ამით ფინანსურ კეთილდღეობას დაკარგავთ და იმ წელს გამუდმებით ვალში იქნებით.
„ახალ წელს როგორც შეხვდებით, ისე გაატარებთ" - ეს ძველით ახალი წლის აღნიშვნასაც ეხება. ამიტომ როგორც 1-ელ იანვარს, ამ დღესაც აუცილებელია სადღესასწაულო სუფრის გაშლა, ლამაზი სამოსის ჩაცმა და რაც მთავარია, ღიმილი და კარგი განწყობა.
ამ დღეს მოერიდეთ ხურდის დათვლას, რაც მომავალ წელს ცრემლებს მოგიტანთ.
მოერიდეთ სახლიდან ნაგვის გატანას, რათა ოჯახური ბედნიერება არ გაანიავოთ.
ამ დღეს სახლის დალაგებაც არ ღირს. უმჯობესია ეს ძველით ახალი წლის წინა დღეს გააკეთოთ.
ძველ ახალ წელს კარგ ნიშნად მიიჩნევა, თუ სტუმრად დიდი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი გეწვევათ. მას მომავალი წლისთვის კეთილდღეობა და სიხარული მოაქვს.
მომავალი წელს მარტო და მოწყენილები რომ არ იყვნენ, გოგონებს ურჩევენ დღესასწაულის მხოლოდ გოგონების კომპანიაში არ აღნიშნონ.
დაბოლოს - ძველით ახალი წელი კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენთვის ბედნიერება ვთხოვოთ დამდეგ წელს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული კვება ახალი წლის დღეებში - ენდოკრინოლოგის განმარტება
🎥 „2თვე-ნახევარში მქონდა 17 კილო კლება, საბოლოო შედეგია 21 კილო“ - როგორ დაიკლო მაკა რაზმაძემ წონაში
წყარო: funtime.ge