Digest Logo

„განწირული ხმით ითხოვდა შველას...იმდენად დამწვარი იყო, ტანსაცმელსაც ვერ აცმევდნენ...“ - ცოლის მკვლელს უვადო პატიმრობა შეეფარდა

1747841817
მკვლელობა მკვლელი

21 მა­ისს, მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში 24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა დას­რულ­და და გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მყოფ მის ქმარს, 34 წლის თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სა­ბე­დის­წე­რო ღა­მით, გა­ლი­ნა სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან, ქმარ­თან და დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან ერ­თად, და­ახ­ლო­ე­ბით 20 კვად­რა­ტულ მეტრ სახ­ლში იყო. სწო­რედ ამ ფიც­რულ სახ­ლში, სა­დაც მხო­ლოდ ერთი ოთა­ხი ჰქონ­დათ ცხოვ­რობ­და მთე­ლი ოჯა­ხი. 12 ნო­ემ­ბრის, შუ­ა­ღა­მეს ქმარ­მა ცოლს ამ ოთახ­ში გა­და­ას­ხა საწ­ვა­ვი და წა­უ­კი­და ცე­ცხლი.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ამ ფაქტს შე­ეს­წრო სა­მი­ვე შვი­ლი და მა­მამ­თი­ლი. 112-ში გა­ლი­ნას დე­დამ­თილ­მა, მზია გი­უ­აშ­ვილ­მა და­რე­კა და სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ მას არ უთ­ქვამს, რომ ცე­ცხლი რძალს მის­მა შვილ­მა წა­უ­კი­და, მხო­ლოდ ის თქვა, რომ სახ­ლს ცე­ცხლი წა­ე­კი­და და გოგო და­იწ­ვა.

უმძიმესია გურამ ყარალაშვილის გამოკითხვის ოქმში აღწერილი დეტალები:

„23 საათსა და 10 წუთზე გამაღვიძა ჩხუბის ხმამ. დავინახე, ოთახში, კართან იდგა ჩემი შვილი და ცოლს ეჩხუბებოდა, აგინებდა დედას. როცა გალინამ ოთახიდან გასვლა დააპირა და ზურგით შეტრიალდა, თემურმა აიღო ოთახის კართან მდგარი ერთლიტრიანი ბოთლი, რომელშიც ესხა დიზელი, რასაც ღუმლის ასანთებად ვიყენებთ. ჩემმა შვილმა ხელი მოუჭირა ბოთლს და საწვავი ბეჭებზე შეასხა გალინას. ამის შემდეგ, სანთებელა აანთო და ბეჭებზე მოუკიდა ცეცხლი. ქალს ცეცხლი ჯერ ზურგზე მოედო, შემდეგ მთელ სხეულზე.

ამის დანახვისთანავე წამოვდექი საწოლიდან და დავუძახე თემურს, რას შვრები-მეთქი?! გალინამ ორივე ხელი აიფარა სახეზე, რომ ცეცხლი სახეზეც არ მოსდებოდა და თან დახმარებას ითხოვდა განწირული ხმით. გალინას 2-3 წუთის განმავლობაში ეკიდა ცეცხლი. ამის შემდეგ, ჩემმა შვილმა აიღო ქურთუკი და მიაფარა ზურგზე“.

გალინას სხეულის 53 პროცენტი დამწვარი ჰქონდა და ხეჩინაშვილის კლინიკაში ერთ თვეს ებრძოდა სიკვდილს. ის კლინიკაში ყოფნის დროს გონზეც მოვიდა, თუმცა ლაპარაკი უჭირდა.

„ყოველდღე ცუდ ამბავს ველოდებოდით, გონზე რომ მოვიდა, იმედი გაგვიჩნდა, რომ გადარჩებოდა. ძალიან უჭირდა საუბარი, სიტყვების წარმოთქმის დროს დაძაბული იყო. სულ ბავშვებს კითხულობდა, ბავშვები დამანახეთო. სანამ დაიღუპებოდა, წინა ოთხშაბათს მოვინახულე და ვუთხარი, არ ინერვიულო, ბავშვები კარგად არიან, ჩვენთან არიან, რომ გამოკეთდები ყველაფერს მოევლება-მეთქი. 25 წლის კლინიკაში გახდა, ფეხების გარდა, ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. იმდენად დამწვარი იყო, ტანსაცმელსაც ვერ აცმევდნენ... მოვითხოვთ, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს. სრულიად უდანაშაულო გოგოს ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა. ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა იყოს“, - ამბობდა „კვირის პალიტრასთან“ გალინას და, მადონა ნოზაძე.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაჩნდა თუ არა ბავშვები, მაშინვე გაჩნდა სადარდებელიც, ბოლოს ალბათ ძიძად გოჩას ავიყვან...“ - თეონა ცირამუა დედის ამპლუაზე

🎥 თავის ტკივილი ბავშვებში, უწყინარი სიმპტომი თუ განვითარების შეფერხების სიგნალი? - სპეციალისტის რჩევები

⭕„ბოდიში, რომ მარტო დაგტოვე... უშენოდ მეც ვიკარგები... დამიბრუნდი, მე აქ ვარ, გელოდები...“ - რას წერს ნანკა გვარი?

წყარო: kvirispalitra.ge