
ჭადრაკის ლეგენდა იუბილარია - ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა.
„საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს“ დაბადების დღეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ულოცავს:
„საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს!
ნონა გაფრინდაშვილი:
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს ‘ოქროს პაიკი’ მფლობელი;
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლაშა ბექაური VS ლევან საგინაშვილი - „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ხელი“
⭕შიმშილი - დავიწყებული ბუნებრივი წამალი თუ ფარული საფრთხე? - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!