„რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია.
„ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია. ასევე, ფიქსირდება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც კორონავირუსი.
რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. მოსალოდნელია, სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდეს და ალბათ ეს მარტის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებს ჩხაიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენი დამსახურებაა, რომ მე ასეთი ლაღი ვარ“ - აჩიკო სოლოღაშვილის ემოციური მიმართვა დედას