საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია.
რა რიტუალებს ატარებდა გია ჯაჯანიძე ფეხბურთელების დასახმარებლად? - ამის შესახებ ტელეწამყვანი „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს.
„არ ვიცი თავი დავსაჯე თუ რა ვქენი, მაგრამ ვთქვი, რომ მე თუ ახლა ტელევიზორს გამოვრთავ გოლს გაიტანენ. წამში გამოვრთე 9-მდე დავითვალე და გოლიც გაიტანეს,“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისტორიული გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს
⭕ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - კადრები, ნათლობის ცერემონიიდან