Digest Logo

🎥 „ჭადრაკი დამავიწყეს მე მგონი, რაც მე მალაპარაკეს ეს დღეები ფეხბურთზე... როგორი კმაყოფილი ვართ იცით? ვერ წარმოიდგენთ“ - ნონა გაფრინდაშვილი

1711540323

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია. 

ნონა გაფრინდაშვილმა და ოთარ შამათავამ ისტორიული მატჩის ემოციებზე და შეფასებაზე „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრეს. 

„ღამით 3 საათზე დავწექი, მაგრამ არ მეძინა მთელი ფეხბურთის ემოციების მომენტებს თავში ვატრიალებდი.

ფინალს სულ სხვა დატვირთა აქვს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური.

მე დარწმუნებული ვიყავი ჩვენი ფეხბურთელების სიძლიერეში, მათ ნახევარფინალში შესანიშნავი შედეგი დადეს“, -  ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისტორიული გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს

⭕ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - კადრები, ნათლობის ცერემონიიდან

🎥 გიორგი მამარდაშვილის ემოციური შეხვედრა დედასთან, წარმატებული თამაშის შემდეგ

⭕„მადლობა ნიკა კვეკვესკირს! ენგურს გაღმელი ხალხის გაღიმებისთვის!“ - თათია ზუხბაია