საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისტორიული გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს – ემოციური კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.