
მსახიობი თემურ გვალია გადაცემაში სიცრუის დეტექტორი იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და ცხოვრებაზე ისაუბრა:
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: დედის გარდაცვალებით დამწუხრებულს, ციხის ზედამხედველები დაგცინოდნენ? - ასე უპასუხა:
„დიახ. მაშინ გლდანის ციხეში ვიჯექი, როცა შევიტყვე დედა გარდამეცვალა. შემოიხედა ბადრაგმა და მკითხა - გვალია რომელიაო, ვუპასუხე მე ვარ მეთქი. დედა შენ გარდაგეცვალა ჰო? ჩაიცვი და გაგიყვანთ, ოღონდ არ ვიცით როდისო. რომ ჩავიცმევდი ვისხედით საათები მაგიდასთან. მივხვდი რომ აღარ მივყავდი, მეორე დღესაც ასე გააკეთეს შემდეგ დღეებშიც. ვერ გავაცილე დედა.... ეს საქციელი არაადამიანურია. ალბათ ჩემი ბრალიც იყო დედაჩემის სიკვდილი, დავუჩქარე. არაკაცური საქციელია“, - ჰყვება თემურ გვალია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: