ჟურნალისტი მერიკო კარტოზია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკაში მკურნალობდა სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა საკუთარ თავს გადამხდარი უბედური შემთხვევა.
როგორც ჟურნალისტი ჰყვება, იგი გადაღების დროს ეტლიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა და ორი ოპერაცია დასჭირდა:
„აღმოვჩნდი ხრამში, სამ წამში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ვიჯექი ფაეტონში, გადაღებაზე ვიყავი ამერიკაში. გადატრიალდა ეს ეტლი და წამში აღმოვჩნდი მიწაზე. შოკისგან ტკივილი იმ წუთას ვერ ვიგრძენი, მერე მეტკინა და მერე უფრო ჩავხედე სიკვდილს თვალებში, როცა გავიაზრე, რას გადავრჩი. შეიძლებოდა წელიდან მოვწყვეტილიყავი და უნარშეზღუდული ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ყველაზე რთული დაიწყო შემდეგ. ერთი წელი რეაბილიტაცია, რაც კი ცხოვრებაში მიმოგზაურია, მიშრომია, ყველაფერი წყალში ჩაიყარა და გაქრა. შვიდი თვე ვიწექი. დამჭირდა მეორე ოპერაციაც, შემდეგ კიდევ ერთი. თავიდან დავიწყე სიარულის სწავლა.
ხელი რომ მომაწერინეს დოკუმენტზე ოპერაციის დროს, ეგ იყო საშინელება: შესაძლოა ვერ გამოვფხიზლებულიყავი. აი იქ მართლა ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ვითხოვდი, შვილის ჩვენებას, რომ გამოვმშვიდებოდი. ჩემს თავსაც დავტიროდი. ძვალი ჩამსხვრეული იყო.
ახლა ჩვეულებრივად დავდივარ“, - ჰყვება მერიკო კარტოზია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ადამიანის სიარულის მანერა მის ჯანმრთელობაზე მეტყველებს - ექსპერტები დეტალებს გვიზიარებენ
🎥 შეიძლება თუ არა მოზარდებში ეპილაციის ჩატარება - მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაციები
⭕„ნამდვილი და ბუნებრივი სილამაზე“ - მანიკა ასათიანის გლამურული ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები