Digest Logo

„ჩეხეთში მოსაგებად უნდა წავიდეთ...“ - გიორგი მიქაუტაძე

1731823817
ეოოვნული ნაკრები

ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ შეაფასა – „ლიონის“ თავდამსხმელმა იმედი გამოთქვა, რომ „ჯვაროსნები“ ჩეხეთთან დარჩენილ მატჩს მოიგებენ.

„ბათუმში მაგარი ატმოსფერო იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. სულ ვცდილობთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ.

დღეს შეცვლაზე შემოვედი და მინდოდა, 100 პროცენტით მეთამაშა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი. ეს ერთი გოლით შევძელი.

ჩეხეთში დარჩენილ შეხვედრას რაც შეეხება, უნდა წავიდეთ მოსაგებად და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს გასვლაზე ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ოლომოუცში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ანდრიას ტრიუმფი“ - ევროვიზიის ოფიციალური ვებგვერდი ანდრია ფუტკარაძეზე

🎥 „მეჩხუბა ძალიან, მითხრა ვლოცულობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო... ჩემთვის სამარცხვინოა ის, რომ ჩემი შვილი ხარო“ - თამუნა მუსერიძე დედაზე

„ყოფილმა სიძემ ჩემს დისშვილებთან ურთიერთობა აგვიკრძალა, ვხვდებოდი, რომ ჩემგან მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა და არა სიყვარული…“ - დიკა სალაყაია