როგორც მუსიკალურ სფეროში გავლენიანი და გემოვნებიანი პროდიუსერები და მუსიკათმცოდნეები ამბობენ, სულ მალე ქართულ შოუბიზნესში ახალი სახე გამოჩნდება და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, მოდელი ნეკა დოროყაშვილი იქნება. როგორც თავად ამბობს, ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, სტუდიაში წერს სიმღერებს და არა მარტო საქართველოს, არამედ ქვეყნის გარეთაც აპირებს, სასიმღერო კარიერაში მყარი ნაბიჯები გადადგას. ცოტა ხნის წინ ნეკა ქართულ სერიალ „მარჯვენა სანაპიროშიც“ გამოჩნდა.
ამჯერად კი მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა და კარიერაზე ისაუბრა.
– სასიმღერო კარიერას რატომ არ გაჰყევი?
ნეკა დოროყაშვილი: სანამ ამაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ბავშვობაში, ასევე, ვოცნებობდი სამოდელო სფეროზე, მინდოდა, მოდელი ვყოფილიყავი. მომწონდა, გოგოები როგორც დადიოდნენ პოდიუმზე და დედას ქუსლიან ფეხსაცმლებს ვიპარავდი, ვიცვამდი და მთელი მონდომებით დავდიოდი (იცინის). შემდეგ ერთ-ერთ კონკურსზე აღმოვჩნდი და იმის მერე გავაგრძელე მოდელობა. მერე ჩემი ქმარი (ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი) გავიცანი, ორი წელი ვხვდებოდით და პატარა ასაკში, 19 წლის გავთხოვდი. აღარ მინდა ცუდზე საუბარი, მაგრამ რადგან თემას მოჰყვა, გეტყვით, რომ მან ჩამომაშორა სამოდელო კარიერას. მოკლედ, ჩემ კარიერაზე უარი ვთქვი და დავიწყე ნიკას მომავალზე ოცნება და მთელი ჩემი რესურსი ამაში ჩავაქსოვე. გავხდი ნიკას ფსიქოლოგი, ნიკას ცოლი, ნიკას შეყვარებული, ნიკას შვილის დედა, ანუ საკუთარი კარიერა გვერდით გადავდე და ჩემი თავი ოჯახს მივუძღვენი. სხვათა შორის, ლუკასი პატარა რომ იყო, ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა, დეიდა ყველა მეხმარებოდა, იტოვებდნენ ბავშვს, ამიტომ, ის რომ მთელი რვა წელი სამოდელო სფეროს ჩამოვშორდი, მას არ უკავშირდება.
– იმის გამო, რომ ქმარმა სამოდელო კარიერას ჩამოგაშორა, პროტესტი არ გქონია?
ნეკა დოროყაშვილი: როგორ არა, სულ მქონდა პროტესტი და ამ პროტესტის გამო ხდებოდა ოჯახში კონფლიქტები. როცა მეუღლეს გავშორდი, დაიწყო საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. წლები გაგრძელდა სასამართლო პროცესები. თუმცა, როგორც კი გავშორდი, დავიწყე ზრუნვა ჩემი თავის რეალიზებაზე, ფიქრი იმაზე, თავად შემექმნა ჩემი მომავალი. ფაქტობრივად, ქმრისგან გაშორების მერე ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ძალიან რთული იყო ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ ეს საშინელებები რომ არ გამომევლო და დალხენილი ცხოვრება მქონოდა, ალბათ, ვერასოდეს მივხვდებოდი, რეალურად რა შემიძლია და რისი პოტენციალი მქონია. მართლა ნულიდან დავიწყე ცხოვრება, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები სულ გვერდით მედგნენ და ფინანსურადაც მეხმარებოდნენ. წარმოიდგინეთ, უცებ დამენგრა ყველაფერი, დავრჩი საკუთარი თავის იმედად და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყე.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კინოთეატრ „კავეაში“ ილია თოფურიას შესახებ დოკუმენტური ფილმის - „თოფურია მატადორის“ პრემიერა გაიმართა