„პროფესიას რომ ასაკი არ აქვს, მით უმეტეს, პროფესიას, რომელიც გიყვარს და მას მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურები“ - ამტკიცებს 78 წლის ქორეოგრაფი ნანა მენთეშაშვილი, რომელიც უკვე 55 წელია მოცეკვავეებს ზრდის.
ნანა მენთეშაშვილმა ანსამბლი „ნაკადულები“ 57 წლის წინ მეუღლესთან ერთად დააარსა. დღეს კი ქორეოგრაფი საქართველოში ქართული ცეკვების ყველაზე ხანდაზმულ ანსამბლს ხელმძღვანელობს.
ნანა მენთეშაშვილის შესახებ სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს, სადაც ქორეოგრაფი პროფესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცეკვის გარეშე ვერ იცხოვრებს.
„ქართულ ცეკვას ძალიან დიდი ძალა აქვს, გამაციებს კი არა, სულ ეკალს მაყრის. ასაკში რომ შევედი, ტირილიც მინდება. ალბათ სისუსტის ბრალია.
ჩემს შინაგან სამყაროს ყოველთვის ცეკვით გადმოვცემ, ცეკვის გარეშე არ შემიძლია. სანამ ძალა და ენერგია მაქვს, ჩემს გაზრდილ ბავშვებს ვერ დავტოვებ. ჩემი მოსწავლეები მაძლევენ ძალას რომ მეტი ვიმუშაო. ზაფხულში როცა საქმე არ მაქვს უფრო ვიღლები. იშვიათი ოჯახია, რომელთაც ჩემს ხელში არ გაუვლია. უფროსი თაობა მეუბნება ხოლმე ჩვენი დედა ხარო. ძალიან მიხარია, რომ ისევ ვეიმედები ყველას და მადლობელი ვარ მათი“, – აღნიშნავს ნანა მენთეშაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
⭕შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს