Digest Logo

„ჩემი 18 წლიანი გამოცდილებიდან, პატარა რჩევა მინდა მივცე“ - ვის მიმართავს რეპერი „მასტერი“

1686115147
მასტერიმასტერი

ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

ჩემი 18 წლიანი გამოცდილებიდან, პატარა რჩევა მინდა მივცე კარგ, მაგრამ ნაკლებად გამოცდილ ადამიანებს.

რაც არ უნდა შექმნათ, მნიშვნელობა არ აქვს პროდუქტის ხარისხს და არსს, მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უაზროდ გაგაკრიტიკებენ.

მაგალითი რომ ავიღოთ მხატვრობიდან, თუ ხატავთ პეიზაჟებს, ვიღაც მწარე კრიტიკას დაგიწერთ რატომ ხატავ ბუნებას, როცა შეგიძლია ადამიანები ხატოვო, დახატავთ პორტრეტებს და დაგიწერენ
რა უფლებით უცვლი ადამიანებს ნაკვთებსო, დახატავთ ნატურმორტებს და - ხალხი მშიერია და რა გემრიელი სუფრების ხატვა აგიტყდაო, დახატავ ავტოპორტრეტს - ნარცისიზმს დაგაბრალებენ, მიმართავ სიურეალიზმს და ნარკომანობას.

ის ადამიანიც კი, რომელიც გაკრიტიკებდა და მოგიწოდებდა ამ სისულელეების ხატვას რაიმე პატრიოტული და ეროვნული დახატეო, არ მოგიწონებს ქვეყნის დროშის დახატვას და აუცილებლად მოუძებნის ნაკლს და ახლა უკვე ფსევდო-პატრიოტიზმსა და უნიჭოებაში დაგადანაშაულებს.

საქმე ის არის, რომ თქვენ ყოველთვის აკეთოთ ის საქმე, რაც გულით გიყვართ.

ღირსეულად და დაუღალავად ემსახურო საყვარელ საქმეს - იგივეა ემსახურო სამშობლოს.

ყოველთვის იცოდე, რომ სიყვარული გადაწონის ბოროტებას და იყავი ბედნიერი თუნდაც ერთი ადამიანის გულწრფელი სიტყვების გამო - “იცი, ძალიან მომეწონა შენი ნახატი”!“,- წერს რეპერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ხატია ბუნიათიშვილი დედა გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს პიანისტი

🔵 „აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები, რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული“ - ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

🔵 „ეს არ არის მშვიდი კვირა, საჭიროა კომპრომისები“ - 4 ნიშანი, რომელიც მიმდინარე კვირის მთავარი მოთამაშეა