„დაიწყო რთული, ხანგრძლივი, თუმცა იმედის მომცემი პროცესი…“, - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში თურქეთის საავადმყოფოდან მკურნალობის პირველ კადრებს ავრცელებს.
თორნიკე მამალაძის თქმით, მიმდინარეობს ერთკვირიანი კვლევა და დიაგნოზს, სავარაუდოდ, მომდევნო ოთხშაბათს დასვამენ.
„დიაგნოზი ჯერჯერობით არ დასმულა, ერთკვირიანი კვლევა მიმდინარეობს. არის რთული მდგომარეობა, მაგრამ იმედიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ ერთ-ერთ ტელეეთერში.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თურქეთში სამკურნალოდ 1 მარტს გადაიყვანეს.
მან 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება 14 თებერვლის საღამოს დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს.
სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რამ შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია და რა ასაკიდან ხდება მისი გამოვლინება - ფსიქიატრის განმარტება
🎥 „სურვილი ნათქვამი არ არის, რეალობა ხდება“ - რა აჩუქა თათია შარანგიას ქმარმა