
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ბედნიერების შესახებ ისაუბრა.
„ეს ერთის მხრივ რთულია, ხოლო მეორეს მხრივ მარტივია, როდესაც სიცოცხლე გიხარია, საკუთარ თავში სიყვარულს გრძნობ და სუნთქვა გიხარია, ეს ბედნიერებაა.
მთელი ცხოვრებაა გვესმის: „რა სწრაფად გარბის დრო“ და გვგონია, რომ დრო არ გვეყოფა.
რასაც ყურით ეუბნები შენ გონებას, ისე ენერგია მოდის თავისთავად.
პიროვნების ბედნიერების 85% არის ადამიანური ურთიერთობები. ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანია, საკუთარ თავში, საკუთარი ბედნიერება ხშირად აღმოვაჩინო და სხვებს მივცე მოტივი, რომ აღმოაჩინონ საკუთარ თავში ბედნიერება“, - ამბობს არსენ გვენეტაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია 53 წლის ქალის ვინაობა, რომელიც 74 წლის ქმარმა მოკლა - ახალი დეტალები