
ფიტნესინსტრუქტორი, სპორტსმენი მარიამ რატიშვილი გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა.
როგორც თავად ამბობს, ამ გზას ჭარბი წონის გამო დაადგა, 98 კილოდან 58 კილოზე ჩამოვიდა, რის შემდეგაც სპორტში ბოლომდე გადაეშვა:
„ჩემი ისტორია 2 წლის წინ დაიწყო, როცა 98 კილო ვიყავი. გადავწყვიტე ფორმაში მოვსულიყავი, ჩამოვედი 58 კილოზე და მოვხვდი სცენაზე.
პირველი გამოსვლა დეკემბერში მქონდა, საკმაოდ რთული გზა იყო, ახალნამშობიარები ვიყავი და დიდ სირთულეების გავლა მომიწია, თუმცა იმდენად მინდოდა, ვიცოდი აუცილებლად უნდა მიმეღწია.
ბევრია ჭარბი წონიდან, კომპლექსებიდან გამომდინარე უჭირთ დარბაზში მისვლას, თუმცა ყველაფერი მოდის საკუთარი თავის დისციპლინიდან“, - ამბობს მარიამ რატიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: