
56 წლის მაკა ხიზანიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია და ასაკი საერთოდ არ ეტყობა, გადაცემის „პრაიმშოუ“ სტუმარი იყო, სადაც თავის ისტორიაზე ისაუბრა.
როგორც თავად თქვა, ფიტნესით 41 წლის ასაკში, დეპრესიის გამო დაინტერესდა:
„ჩემთვის დეპრესია იყო მოტივატორი, მირჩიეს, წადი და ივარჯიშეო. მწვრთნელი შემხვდა ისეთი, რომელიც 15 წელია მავარჯიშებს. 41 წლის ასაკში დავიწყე ფიტნესი.
ახლა 56 წლის ვარ.
წყალბურთი მაინც მამაკაცურ სპორტად ითვლებოდა და მშობლებმა ცურვაზე, მერე მუსიკაზე შემიყვანეს.
გაზეთში დაიწერა ჩემპიონები რომ გავხდით. დედაჩემმა და მამაჩემმა რომ წაიკითხეს ჩემი გვარი როგორც კაპიტანი გადაირივნენ“, - იხსენებს მაკა ხიზანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: