მამა იოანე ხეცურიანი, რომელიც ბორჯომის ერთ-ერთ ტაძარში მოღვაწეობს ამავდროულად საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის მოძღვარია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ მამა იოანე ხეცურიანი საქართველო - ჩეხეთის მატჩს ესწრებოდა და თამაშის პარალელურად ქართველ ფეხბურთელებს ლოცავდა.
ამჯერად იგი სტუმრად გადაცემა „იმედის დილაში“ იმყოფებოდა, სადაც მატჩის ემოციებსა და სულიერ შვილზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
„მთელი ერი გაგვაერთიანა ჩვენმა გულმხურვალე ბიჭებმა. საოცარი ურთიერთობა აქვს ბიჭებს ერთმანეთთან კარგი ძმობა და მეგობრობა. ჩვენ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა ტკივილი დაავიწყდათ, გამოდიან გარეთ და ფეხბურთს უყურებენ.
ძალიან ამაღელვებელი თამაში იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. გურამ კაშიას საოცარი ხედვა და თავდადება, მიდიოდა ყველა ფეხბურთელთან სათითაოდ და უხსნიდა რომ საქართველოს შედეგი უდიდესი იყო.
გიორგი მამარდაშვილი არის ჩემი სულიერი შვილი. ჩვენ ერთად დიდი გზა გვაქვს გავლილი. იგი არის საოცრად ერთგული, თავისი ქვეყნის. ჩემი მისდამი გვერდში დგომა არის მამაშვილური კავშირი.
მონასტრებში, სადაც 20-30 წელია არ ჩართულა ტელევიზორები ახლა ჩაირთო იმისათვის, რომ ფეხბურთის მსვლელობის დროს დალოცონ ბიჭები.ეკლესია დგას ამ ბიჭების გვერდით დიდი სიყვარულით“, - ისაუბრა მამა იოანე ხეცურიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეთანხმება მოხდა ჩემს აღმზრდელ მამასა და ბაბუას შორის...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი მაია პაპიძე
⭕„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ“ - ხვიჩა კვარაცხელია
🎥 „ყველაფერი წინ არის... მე არ გავჩერდები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკა კვალიაშვილი