Digest Logo

🎥 „ჩემი მთავარი ადგილი, სადაც ნამდვილად ვისვენებ არის ქუთაისი...“ - გიორგი გაბუნია

1784125131
გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი და იუმორისტი გიორგი გაბუნია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ზაფხულის გეგმებსა და ოჯახზე ისაუბრა.

როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი დასვენებისთვის ქუთაისია:

„ზაფხული არის უცნაური რამ ჩემთვის. მინდა დასვენება, მაგრამ როგორც კი სამ დღეს გაცდება ჩემი დასვენება პანიკა მეწყება. როცა გარეთ ვარ, ვიფიქრებ: ნეტა დამაძინა, დამასვენა. მივალ სახლში გავჩერდები 2-3 დღე და ვეღარ ვჩერდები. შეჩვეული ვარ აქტიურ ცხოვრებას და რეჟიმს. მიჭირს მშვიდ რეჟიმზე გადმოწყობა. ფიზიკურად კი არა, სულიერად.

ჩემი მთავარი ადგილი, სადაც ნამდვილად ვისვენებ არის ქუთაისი. მშობლიური ქალაქი, ჩემს ეზოში, ბავშვობის მეგობრები, დომინო, ნარდი, ფეხბურთის თამაში. იკრიბება ძველი თაობაც და იხსენებენ ისტორიებს. წავალ ალბათ და ერთი ორი კვირა მოვიწყობ ამ დასვენებას. დანარჩენი ვისაც რა უნდა ის აკეთოს.

პატარა კირას მოვუწყვეთ დასვენება, ერთი კვირით ვიყავით ქვეყნის გარეთ. დაისვენა და შეირგო ნამდვილად. არაფერზე არ გვითქვამს უარი, ჭამა რაც უნდოდა ის მიირთვა. ერთადერთი ვინც შეირგო დასვენება იყო კირა. იწვა შეზლონგზე, ტელეფონით ხელში და გვერდით ვაშლი და ბანანი. კირასაც წავიყვანთ ქუთაისში, რადგან ძალიან უყვარს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ლამაზი და მიმზიდველი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე ბათუმიდან

⭕ „ადამიანმა არ შეიძლება ცხოველივით გაიმართლოს თავი“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ჩეკების დაწვის რიტუალი ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად - „ჩაატარეთ მხოლოდ ოთხშაბათს...“