
15 წლის, ანჟელა მომცელიძე, რომელიც რაჭიდან არის სურს, რომ მსოფლიომ გაიცნოს, როგორც საუკეთესო მებრძოლი.
მის სახელზე არაერთი ჯილდო და წარმატებაა - საკუთარი წარმატების შესახებ იგი „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიუჟეტში საუბრობს.
„5 წლის წინ, როცა ჯუდოზე შევედი ჩემი მთავარი მიზანი იყო მეცხოვრა ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამ 5 წლის მანძილზე არაერთ შეჯიბრებაზეზე გავსულვარ და არაერთი მედალი მიმიღია.
როდესაც საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი და საქართველოს დროშა დავინახე ყველაზე მაღალ ადგილას, მაშინ მივხვდი რომ უნდა გავაგრძელო ბრძოლა, რადგან საქართველოს დროშა ყოველთვის პირველი იყოს.
ჩემ გულში სულ ის ფიქრია, ყველას გავაცნო საქართველო. უკვე ყველამ იცის, რომ ვარ თოფურიას და დვალიშვილის ქვეყნიდან.
ჩემი მთავარი მიზანია მოვხვდე UFC-ში და ვიჩხუბო უმაღლეს ლიგაში“, - ამბობს ანჟელა მომცელიძე.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: