Digest Logo

„ჩემი პირველი შვილია... ლიტუკასგან სირთულე არ მქონია, მე უფრო რთული ვიყავი“ - მარიამ ნაკანი მოზარდ შვილთან ურთიერთობაზე

1710232260
მარიამ ნაკანი

მარიამ ნაკანი საქართველოში ერთ-ერთი მოთხოვნადი ფოტოგრაფი და მსახიობია, რომელიც შვილთან, ლიტა თავაძესთან ურთიერთობასა და დედობის სირთულეებზე გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ საუბრობს.

მარიამ ნაკანის თქმით, იმისათვის, რომ შვილი გამოეკვება და პურის ფული ეშოვა, უარს არანაირ შეკვეთაზე არ ამბობდა. მიღებულმა გამოცდილებამ წამყვან პროფესიონალად აქცია და დღეს ფოტოხელოვნებას სხვებს ასწავლის.

მარიამ ნაკანი ამბობს, რომ შვილი ყველაზე გულწრფელი და სუფთა ადამიანია მის ცხოვრებაში.

ცნობისთვის, ლიტა თავაძე აქტიურად არის ჩართული სამსახიობო სფეროში. 

„დედობა ძალიან დიდი გამოცდილებაა, ყოველთვის არ ვართ იდეალურები. ძალიან ბევრი ხარვეზი მქონდა, ფეთქებადი, მომთხოვნი და მკაცრი ვიყავი. ლიტუკას ბევრი რამის ატანა მოუწია ჩემგან და ყოველთვის მიგებდა ხოლმე. ლიტუკასგან სირთულე არ მქონია, მე უფრო რთული ვიყავი. არ ვიყავი მშვიდი და ნორმალური ნებისყოფის მქონე“,-  ამბობს მარიამ ნაკანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ზალიკო ბერგერი სიკვდილს გადაურჩა – „ცალი ფეხით იქით ვიყავი…“

⭕+ 23 გრადუსი - როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები საქართველოში

„წელს მის გარეშე მოვა „დარაბებს მიღმა გაზაფხული” - რეჟისორი მიშა ბუკია გარდაიცვალა