
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფიგურაა.
იგი წლებია კვების ობიექტებს, მოულოდნელად კამერებისა და ჟურნალისტის, ლიზა ვადაჭკორიას თანხლებით სტუმრობს და ამოწმებს რამდენად უვნებელია მომხმარებლებისთვის ესა თუ ის პროდუქტი.
ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე და დედამთილის ამპლუაზე ისაუბრა:
ამასთან კოიძის განცხადებით, იგი არასდროს ჩარეულა შვილის პირად არჩევანში
„გუშინ ვთხოვდი ჩემ რძალს, წამოდი ჩემთან ერთად სტუდიაში-მეთქი. არა, არ შემიძლიაო. მე ვუთხარი, რომ მოდიოდი ჩემთან რძლად, არ იცოდი, რომ ეს მოგიწევდა-მეთქი? ჩემი რძალი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დაბადებულია მოსკოვში და ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
ქართულად შესანიშნავად მეტყველებს, არის განათლებული, მოწესრიგებული და ლაღი ადამიანი. მთავარია, ჩემზე უფრო მოწესრიგებული და პედანტია.
ჩემი შვილი 34 წლის არის. როგორ შეიძლება მის არჩევანში ჩაერიო?
საერთოდ არ ჩავრეულვარ და ეგრევე ვთქვი, გაგვიხარდებოდა-მეთქი. საერთოდ არ წარმომედგინა, როგორი რძალი მეყოლებოდა. უნდა წარმოედგინა ჩემ შვილს და მისი არჩევანი უნდა ყოფილიყო. თუ გიყვარს შვილი, უნდა გიყვარდეს მისი არჩევანიც“,- ამბობს მადონა კოიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შორენა ბეგაშვილი ახალი ნარინჯისფერი Iphone-ის მფლობელია - რა ვიდეოს გვიზიარებს მოდელი
🎥 „მე ვარ მძღოლი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს...“ - რას ჰყვება გიორგი გასვიანი
🎥 „ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მალე მოიყვანოს...“ - როგორია დალი ჩიტალაძის ოჯახური იდილია