Digest Logo

🎥 „ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მალე მოიყვანოს...“ - როგორია დალი ჩიტალაძის ოჯახური იდილია

1758713700
დალი ჩიტალაძე

დალი ჩიტალაძის ოჯახური ისტორიები და გამორჩეული ტრადიციები - მოდის ექსპერტმა გადაცემაში „იმედის დღე“ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა და გადაცემის გადამღებ ჯგუფს კარი გაუღო:

„დილას ვიწყებ ლიმონით და ჯინჯერით, რომელიც წყალში მაქვს შეზავებული. გაღვიძებიდან ორი საათის შემდეგ ვსაუზმობ, აუცილებლად უნდა იყოს უჯრედშორისი, ხილი და ცილა. ამაში შედის მაწონი, ხაჭო, ჩია, სელის მარცვლები. კენკრა ძალიან მიყვარს. 

დილის ძილი მიყვარს ძალიან. თუ არსად არ მივდივარ დაახლოებით 10-11 საათზე უკვე მღვიძავს. ღამე მიყვარს ჩემთვის სიჩუმეში ყოფნა. რაღაცას ვკითხულობ ან ვუყურებ ხოლმე. შემდეგ ვიწყებ ფიზიკურ აქტივობას და მაქვს სახლის ვარჯიშები. შემდეგ, რა თმა უნდა, თავის მოვლა და შხაპის მიღება. ყავას ამ ყველაფრის შემდეგ მივირთმევ ხოლმე.

დასავლელი და-ძმა მყავდა. მახსოვს სკოლაში გაშვებამდე დიდი ფუსფუსი იყო ოჯახში. მეც ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა მალე მოიყვანოს ცოლი, რომ ასეთივე ფუსფუსი იყოს ჩემ სახლში. დილის ფუსფუსი ძალიან კარგია, ყველას რომ სადღაც ეჩქარება.

დედაჩემი სადილს ყოველთვის დიდი ულუფებით აკეთებდა ხოლმე. ჩემთანაც ასეა. როცა რაიმე დღესასწაულია ჩემთანაც ასე იკრიბებიან ხოლმე ოჯახის წევრები და ნათესავები“, - ამბობს დალი ჩიტალაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რას ჰყვებოდა კლაუდია კარდინალე - „სახის დაკარგვის იდეა პლასტიკური ოპერაციების დახმარებით არ მომწონს, რადგან დროის გაჩერება არავის შეუძლია“

⭕გუგა ქაშიბაძე ე.წ. ლოტკინში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულზე: „რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული“

🎥 „თქვენს კრემში ჰორმონებია!“ - ზაზა თელია კოსმეტიკის სახიფათო ინგრედიენტებზე საუბრობს, რას მალავენ სილამაზის ინდუსტრიაში ეტიკეტებზე?