
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სტუმრად რუბრიკაში „ავტომობილი“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების რუტინაზე ისაუბრა:
„ყავა ძალიან მიყვარს. სპეციალური ჭიქა მაქვს და იმით მივირთმევ ხოლმე. ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და არ მიყვარს ტყუილები. მე-20 საუკუნის ჰიტები, რაც კი არსებობს, ყველაფერს ვაჟღერებ ჩემ რადიოში - არ შეიძლება, არ გიყვარდეს პოპ-ჰიტები. მაიკლ ჯექსონიდან დაწყებული, პრინცით დამთავრებული.
თეატრში რეპეტიციები რომ მთავრდება ხოლმე ღამის ორ ან სამ საათზე, მაგ დროს უკან არის ხოლმე ერთი ამბავი, ზის გამნათებელი, მსახიობი, კომპოზიტორი და ა.შ. მე ვარ მძღოლი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს. თუ ვლაპარაკობ, შეიძლება საერთოდ სხვაგან გადავუხვიო და გზა ამერიოს. ისე, ნორმალური მძღოლი ვარ და არაფერს არ ვაფუჭებ“, - ამბობს გიორგი გასვიანი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მალე მოიყვანოს...“ - როგორია დალი ჩიტალაძის ოჯახური იდილია