Digest Logo

🎥 „ჩემი შვილები კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც...“ - სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე

1773127782
სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი ბოლო პერიოდში ოჯახური სკანდალის გამო, საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანია. იგი 4 შვილის უკვე მარტოხელა დედაა, რადგან რამდენიმე თვის წინ გოგიაშვილი მეუღლეს დაშორდა.

ამჯერად ჟურნალისტი „იუთუბის“ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, წუწუნი და ნეგატივი არასწორია, რადგან ეს მხოლოდ შვილებზე მოახდენს გავლენას.

სალომე გოგიაშვილი ამბობს, რომ დაშვებული შეცდომების გამო, პირველ რიგში საკუთარ თავში ეძებს პრობლემას:

„რასაც აკეთებ გარკვეულწილად იმის შედეგი იცი. ამიტომ ისეთი რაღაც არ უნდა გააკეთო, რომლის გადატანას და მიღებას ვერ შეძლებ. ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ ვქენი. საბოლოო შედეგი მივიღე ეს. ეს რომ აქამდე გამეკეთებინა ასე არ მოხდებოდა და აქამდე არ მივიდოდა ეს ყველაფერი. ბევრჯერ იყო საჭირო ამის გაკეთება.

ამაზე არ ვსაუბრობ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა, რომ ჩემი შვილები კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც. მე რომ დავჯდე და ვისაუბრო იმაზე, რა მეტკინა და როგორ მეტკინა, ეს მხოლოდ შვილებზე ნეგატიურად იმოქმედებს. რომ გაიზრდებიან მეტყვიან - „ამდენი ხანი თუ ცუდად იყავი წამოსულიყავი, შენც კარგად იქნებოდი და ისიცო“. ახლა ამაზე ლაპარაკი და შეზიზღება მამის ან დედის არასწორია. რახან ვითმენდი ბოლომდე უნდა მოვითმინო. ახლა წუწუნი გვიანია.

ეს კონკრეტული მაგალითი ახლა მოვიყვანე, თორემ ბევრია ასეთი მაგალითი ჩემ ცხოვრებაში. მაგიტომაც ვთქვი, რაც არასასურველი მოხდა ჩემ ცხოვრებაში, გარკვეულწილად და პირველ რიგში ჩემ თავში ვეძებ არასწორ ნაბიჯებს, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია. ამიტომ შეიძლება მკაცრად, მაგრამ ჩემი თავიდან ვიწყებ პრობლემის ძებნას“, - აღნიშნა სალომე გოგიაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - ალერგოლოგის რეკომენდაციები

⭕„გაზაფხული სამეგრელოში...“ - ნოქალაქევი გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

⭕„მალე, ნავთობის ფასიც ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს!...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე