Digest Logo

🎥 „ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი... სინამდვილეში, იგი დაზარალებულია“ - ემზარ ისაევი შვილის მდგომარეობასა და აფეთქების დეტალებზე

1795526003
 ემზარ ისაევი

აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა, მედიასთან განაცხადა, რომ მისი შვილი დამნაშავე კი არა, თავად დაზარალებულია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმე და უცვლელია.

მისი თქმით, ბინაში გამათბობელი არ ჰქონიათ, გაზქურა შემოწმებული და ავტომატური ჩამკეტი სისტემით იყო აღჭურვილი, რის გამოც კითხვებს იწვევს, თუ რატომ მოხდა ნგრევა სხვა სივრცეში და უარყოფს შვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს.

„არანაირი გამათბობელი არ მქონია, გაზქურა კი ისეთი მქონდა, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - შემოწმებული იყო და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო. ძალიან მტკივა გული ყველაფერზე, რაც მოხდა. ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, მას ჰქონდა ტრავმა, ყველამ იცის რა ტრავმაც ჰქონდა და რა ასაკში, მაგრამ სრულიად ადეკვატური, გულკეთილი და თბილია.

მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია. კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა. ალბათ, გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უნდოდა. გაზქურა კიდევ ისეთი მაქვს, ცეცხლი თუ არ უნთია, გაზს კეტავს. მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში. ის ჩაინგრა. რანაირად?! ეს მაინტერესებს.

ძალიან ცუდი ლაპარაკი მიდის, რომ ჩემი ბიჭი დამნაშავეა. სინამდვილეში, იგი დაზარალებულია. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ცვლილებები არ აქვს,“ - განაცხადა ემზარ ისაევმა მედიასთან.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება 19 ნოემბერს, დილით მოხდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჭარბი წონის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მიზეზები, რა შინაგან როლს ასრულებს სიმსუქნე ადამიანის ცხოვრებაში?

⭕მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 46 წლის გახდა

🎥 „24 ნოემბერს, ღამის 12 საათამდე უნდა მოასწროთ...“ - ცუდი აზრებისგან გაწმენდის რიტუალი მარიამ შუკაკიძისგან

✕