Digest Logo

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო“ - გიორგი წიტაიშვილი

1722023211
გიორგი წიტაიშვილი

საფეხბურთო კლუბმა „გრანადამ“ გიორგი წიტაიშვილი წარადგინა, რომელიც ესპანურ კლუბში კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის შეტევას გააძლიერებს.

წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატეო ტონოციმ („იუვენტუსის“ ყოფილი სკაუტი) გიორგის შესახებ ისაუბრა.

„წიტაიშვილი გამოცდილი ფეხბურთელია, საკმაოდ საინტერესო კარიერით. ახლახან კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მათ შორის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაც. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და შეუძლია ჩვენი გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანი გახადოს“, - განაცხადა მატეო ტონოციმ.

ჟურნალისტების კითხვებს გიორგი წიტაიშვილმაც უპასუხა და არ დამალა, რომ ესპანეთში თამაშზე ოცნებობდა.

„ესპანეთში გადასვლით აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერი გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და დავამტკიცო, რომ კონტრაქტი ტყუილად არ გამიფორმებია.

საკუთარ თავზე საუბარი არ მსურს. უმჯობესია, სეზონი რომ დაიწყება თავად იხილოთ, რას წარმოვადგენ. ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია და რასაც მწვრთნელი დამავალებს, იმას გავაკეთებ.

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო, კლუბის პროექტიც მომეწონა. ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს, ჩემი ქალიშვილი აქ დაიბადა და როდესაც „გრანადა“ დამიკავშირდა, გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი არ მიფიქრია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ისტორიული კლუბის ღირსეული წარმომადგენელი გავხდე.

ესპანეთში ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშობს და ვიცი, ასეთი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქვეყანაში როგორი მოთხოვნებია. რაც შეეხება კიევის „დინამოს“, არ ვიცი, რატომ არ მომეცა უფრო მეტი სათამაშო დრო. თუმცა, ეს კარიერის განვლილი ნაწილია, მე კი ის მაინტერესებს, რაც ახალ სეზონში მოხდება“, - აღნიშნა წიტაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - საოცარი შესრულება თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილისგან

🎥 „ასე ვემსახურებით ამას...სამზარეულოდან მიგვყავს სასტუმროში“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჭინჭარაული?

🎥 „ნუ მოკლავ გველხოკერას, მით უმეტეს, თუ გველების გეშინია“ - რა სარგებლობა მოაქვს გველხოკერას?