Digest Logo

„ჩემს მეგობარს გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და მამამთილი მას აბრალებდა“ - რას ჰყვებიან წყალტუბოში დაჭრილი ქალის ახლობლები

1666173830
წყალტუბოში დაჭრილი ქალის მეგობრები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა. ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

დაჭრილი ქალის მეგობრები „კურიერთან" ჰყვებიან, რომ მამამთილს „მძიმე ხასიათი აქვს“ და ეს არ იყო პირველი დაპირისპირება. 

დაჭრილი ქალის მეგობარი ამბობს, რომ დაკავებული პირი შვილის სიკვდილს რძალს აბრალებდა.

„მამამთილს ჰქონდა ჩემს მეგობართან დაპირისპირება ზოგადად ძალიან უხეში ადამიანი იყო. გუშინ მივიდა სასაფლაოზე დაუწყო ჩხუბი და მიაყენა მკერდის არეში ჭრილობა. ჩემს მეგობარს გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და ამას აბრალებდა, რა შუაშია ჩემი მეგობარი, ის ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა“, - აცხადებს დაჭრილი ქალის მეგობარი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ - ექიმი მამამთილის მიერ დაჭრილ ქალზე

🔵ბათუმში 20 წლის ბიჭი მოკლეს - მას 19 ტყვია ესროლეს

🔵„იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, გაუკვირდა დაკავების ამბავი“ - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

წყარო: rustavi2.ge